გლდანში, სავარაუდოდ, ნასვამმა მამაკაცმა მოზარდი დაჭრა - ვინ არის 15 წლის ბიჭი - კვირის პალიტრა

გლდანში, სავარაუდოდ, ნასვამმა მამაკაცმა მოზარდი დაჭრა - ვინ არის 15 წლის ბიჭი

გლდანში ორი დღის წინ დაჭრილი არასრულწლოვანი მძიმე მდგომარეობაშია. 15 წლის გიორგი ფალელაშვილი მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გამვლელმა დაჭრა.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული მამაკაცი სამართალდამცველებმა ადგილზევე დააკავეს. რა გახდა ინციდენტის მიზეზი, უცნობია.

დაჭრილი გიორგი ფალელაშვილი გლდანის 173-ე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109 მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. გაგრძელება