"დანის მოსატანად წასულა, ადგილზე დაბრუნებულს ის პირები აღარ დახვდნენ და "პირველივე შემხვედრი" დაჭრა, რომელიც ჩემი ახლობელი ბავშვი იყო"
"დანის მოსატანად წასულა, ადგილზე დაბრუნებულს ის პირები აღარ დახვდნენ და "პირველივე შემხვედრი" დაჭრა, რომელიც ჩემი ახლობელი ბავშვი იყო"
ახმეტელის მეტროსთან დაჭრილი 15 წლის მოზარდის ახლობლები "ინტერპრესნიუსთან" მომხდარის შესახებ დეტალებს ყვებიან.

მათი ინფორმაციით, შემთხვევა ღამით, 03:00 საათისთვის მოხდა, ინციდენტამდე კი მოზარდი კლასელებთან ერთად რესტორანში იმყოფებოდა.

"კლასელებთან ერთად იყო "ხინკლის სახლში". როცა წასვლას აპირებდნენ, გარეთ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. ამბობენ, რომ კაცი, რომელმაც ბავშვი დაჭრა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. თურმე მას ჯერ სხვა ადამიანებთან მოუვიდა შელაპარაკება, რის შემდეგაც დანის მოსატანად წასულა, ადგილზე დაბრუნებულს კი ის პირები ადგილზე აღარ დახვდნენ და პირველივე შემხვედრს
გაუსწორდა ფიზიკურად. ეს "პირველივე შემხვედრი" ჩემი ახლობელი ბავშვი იყო, რომელსაც დანით მიაყენა ჭრილობები", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" დაჭრილი მოზარდის ერთ-ერთმა ნათესავმა.

შეგახსენებთ, შემთხვევა მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არასრულწლოვანი ბიჭი გამვლელმა დაჭრა. აღნიშნული მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზევე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109 მუხლით დაიწყო, რაც
არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?