ახმეტელის მეტროსთან არასრულწლოვნის დაჭრის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
ახმეტელის მეტროსთან არასრულწლოვნის დაჭრის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ სერგო ოსმინკინს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა კულულაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა, ვინაიდან დაზარალებული არასრულწლოვანია.

სხდომის დახურვის შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა.

დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა. დაცვის მხარემ კი დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა.

ცნობისთვის, არასრულწლოვანი ორი დღის წინ, შემთხვევით გამვლელმა,
ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა დაჭრა.

მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზევე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109 მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

div>
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა