მკვლელობა ბოლნისში - არსებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი ქამრით გაგუდა - კვირის პალიტრა

მკვლელობა ბოლნისში - არსებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი ქამრით გაგუდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი ქამრით გაგუდა. მათ სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდათ.

დანაშაულის თაობაზე ქმარმა სამართალდამცავებს თავად აცნობა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია. სისხლის სამართლის საქმე 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ- ქვეპუნქტითაა აღძრული.

"ინტერპრესნიუსი"