არსებული ინფორმაციით, ავჭალაში სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

არსებული ინფორმაციით, ავჭალაში სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, ავჭალაში სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს. თუმცა შსს-ში გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, რამდენი პირია დაკავებული ან რომელ სისხლის სამართლის საქმეზე.

"ინტერპრესნიუსს" შსს-ში მხოლოდ ის განუცხადეს, რომ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, სამართადამცველები საგამოძიებო ღონისძიებებს და საპროცესო მოქმედებებს ატარებენ.

"ინტერპრესნიუსი"