ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა - რა მოხდა დარჩელში? - კვირის პალიტრა

ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა - რა მოხდა დარჩელში?

ზუგდიდში, სოფელ დარჩელში ბაბუა შვილიშვილის დაჭრის ბრალდებით დააკავეს. დაჭრილ ახალგაზრდას შესაბამისი სამედიცინო დახმარება ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აღმოუჩინეს. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას დაზიანება სავარაუდოდ, ბასრი საგნით აქვს მიყენებული.

ფაქტზე 80 წელს გადაცილებული მამაკაცია დაკავებული. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა და 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახური დანაშაულისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"