7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვანის ქმარს ბრალი წაუყენეს - კვირის პალიტრა

7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვანის ქმარს ბრალი წაუყენეს

კასპში, 7 თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრუწლოვნის მეუღლეს ბრალი წაუყენეს. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს“ მიხეილ დვალიშვილის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა მიაწოდა.

მიხეილ დვალიშვილს ბრალი არასრულწლოვანთან ნებაყოფლობით სქესობრივი კონტაქტის გამო წაუყენეს.

ამ წუთებში, დვალიშვილი გორის პოლიციაში ადვოკატთან ერთად იმყოფება.

ცნობისთვის, შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვანს გორის რაიონულმა სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

სამართალდამცავებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, 7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ჩვილის არასრულწლოვანი, 16 წლის დედა 21 მაისს დააკავეს.

იხილეთ ასევე: "ამბობს, შვილის გაგუდვით დედის და ქმრის გამწარება მინდოდა და ამით სიამოვნების მიღებაო"

"ინტერპრესნიუსი"