გომელაური, გოგაშვილი და ჩიმაკაძე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დაიკითხნენ
გომელაური, გოგაშვილი და ჩიმაკაძე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დაიკითხნენ
ფოტო:ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი, ირაკლი ჩიმაკაძე
გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური, მისი ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ მიაწოდა.

სააგენტოს ინფორმაციით, გომალეურმა, გოგაშვილმა და ჩიმაკაძემ საგამოძიებო უწყებას ჩვენება პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მისცეს.

„ინტერპრესნიუსი“ აღნიშნულთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას დაუკავშირდა. უწყებაში არ უარყოფენ, რომ საქმეზე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნები
დაიკითხნენ, თუმცა კონკრეტიკისგან თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ „გამოძიების ფარგლებში ჩატარდა და ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით“.

შეგახსენებთ, რომ პანკისში სპეცოპერაცია, რა დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს, 2017 წელის დეკემბერში ჩატარდა.

დამრთავრდა კონცერტი
22 ოქტომბერი 2019 15:22
ვის გადაყავდა ახალგაზრდები სირიაში???????????????????????????? ხალხს აბლაყუნებთ ზღაპრებით.
???????????????????????
22 ოქტომბერი 2019 14:31
ხომერიკის ჩამოსვლა გავრილოვზე უარესია. გამგები გაიგებს .ბათუმში ჩამოვიდეს პრობლემა არ არის.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები