ადვოკატი ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას ნახევარმილიონიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა - რა გადაწყვიტა მოსამართლემ? - კვირის პალიტრა

ადვოკატი ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას ნახევარმილიონიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა - რა გადაწყვიტა მოსამართლემ?

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოქრუაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ გამოაცხადა.

ოქრუაშვილის მიმართ შეფარდებული პატიმრობის ძალში დარჩენას ითხოვდა ბრალდების მხარე, ვინაიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე კვლავ არებობს.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ საქმეზე მხოლოდ პოლიციელები არიან მოწმეები. შესაბამისად, მათზე ოქრუაშვილი ზეგავლენას ვერ მოახდენდა. ადვოკატმა გირაოსთან ერთად, შუამდგომლობაში სხვა შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებაც მოითხოვა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 29 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"