"გირაოს გადასახდელი თანხა არ მაქვს. წამალი რომ ვიყიდო იმის ფული არ მაქვს" - შვილიშვილის დაჭრაში ბრლდებულ 82 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

"გირაოს გადასახდელი თანხა არ მაქვს. წამალი რომ ვიყიდო იმის ფული არ მაქვს" - შვილიშვილის დაჭრაში ბრლდებულ 82 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სოფელ დარჩელში შვილიშვილის დაჭრაში ბრლდებულ 82 წლის იაშა არნანიას აღმკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნატრული აკობიამ მიიღო, რითაც პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ბრალდებული პროკურორის მოთხოვნას არ დაეთანხმა, თუმცა აღნიშნა, რომ სასამართლოს გირაოს თანხას ვერ შესთავაზებდა, რადგან მისი გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნდა.

"არ ვეთანხმები პროკურორის მოთხოვნას, მაგრამ გირაოს გადასახდელი თანხა არ მაქვს. წამალი რომ ვიყიდი იმის ფული არ მაქვს", - აღნიშნა მან.

პროკურატურის ინფორმაციით, იაშა არნანიამ შვილიშვილს გულ-მკერდისა და მარცხენა ხელის არეში ჭრილობა მიაყენა. შემთხვევა 21 ოქტომბერს მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"