პროკურატურამ ყოფილი პროკურორის, სალომე ადეიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო - კვირის პალიტრა

პროკურატურამ ყოფილი პროკურორის, სალომე ადეიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ, სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო 22 ოქტომბერს ყოფილი პროკურორის, სალომე ადეიშვილის მიერ სოციალურ ქსელ Fაცებოოკ-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

"გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის განცხადებაში მითითებულ ყველა გარემოებას და მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას", - აღნიშნულია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა სალომე ადეიშვილმა გუშინ გაავრცელა საჯარო განცხადება, რომელშიც პროკურატურაში არსებულ იმ მდგომარეობაზე საუბრობს, რის გამოც, მისი თქმით, სამსახურიდან წამოსვლა მოუხდა. როგორც ის ამბობს, პროკურატურაში იყო სექსუალური შევიწროების, ნეპოტიზმის და სხვა პრობლემები.

იხილეთ ასევე: "პირადი ცხოვრება ვის დაუკავშირო, ვის ემეგობრო და რა დოზით ხელმძღვანელობას უნდა შეუთანხმო" - ყოფილი პროკურორის სკანდალური "ფეისბუკსტატუსი"

"ინტერპრესნიუსი"