"თაღლითები მოიკითხეთ თქვენთან" - როგორ მიმართა მამუკა ხაზარაძემ პროკურორს? - კვირის პალიტრა

"თაღლითები მოიკითხეთ თქვენთან" - როგორ მიმართა მამუკა ხაზარაძემ პროკურორს?

სასამართლო სხდომაზე, სადაც მამუკა ხაზრაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთელის საქმე განიხილება, მამუკა ხაზარაძესა და საქმის ერთ-ერთ პროკურორს შორის შეკამათება მოხდა. მამუკა ხაზარაძემ პროკურორს მოუწოდა, საუბრისას ტერმინი "თაღლითი" და "თაღლითობა არ გამოეყენებინა.

ხაზარაძემ პროკურორს და მოსამართლეს განუმარტა რომ ეს ტერმინი შეურაცხმყოფელია.

"თაღლითები მოიკითხეთ თქვენთან. ეს არის შეურაცხმყოფელი და ძალიან გთხოვთ, ნუღარ გაიმეორებთ ამ ტერმინს", - მიმართა პროკურორს ხაზარაძემ. მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა მოსამართლემ რის შემდეგაც სხდომა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა.

ამ ეტაპზე ბრალდების მხარე განმარტავს იმ არგუმენტეს, თუ რატომ მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე უნდა გადაეცეს და ბრალდებულების მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ შეწყდეს.

"ინტერპრესნიუსი"