თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს - კვირის პალიტრა

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საშუალო ასაკის მამაკაცის ცხედარია ნაპოვნი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, 112-ზე შეტყობინება შევიდა, რომლის მიხედვითაც, სანაპიროზე 300 არაგველის მემორიალის მიმდებარედ მამაკაცის პირადი ნივთები და ტანსაცმელი იყო ნაპოვნი.

„შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები გამოცხადდნენ. მიმდინარეობდა როგორც წყლის პერიმეტრის დათვალიერება, ასევე სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავები. სამძებრო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია საშუალო ასაკის მამაკაცის ცხედარი“,-აცხადებენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.