საქალაქო სასამართლოს ექსთავმჯდომარე: "ჩინჩალაძეზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ეს საზოგადოებამ არ იცის - კვირის პალიტრა

საქალაქო სასამართლოს ექსთავმჯდომარე: "ჩინჩალაძეზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ეს საზოგადოებამ არ იცის

"ძალიან ბევრ მოსამართლეს დანაშაულის შეგრძნება ამოძრავებს. ისეთი გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული, სხვა გზა არ ჰქონდათ და ამიტომ დაუახლოვდნენ "ოცნებას", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- პარლამენტში წარდგენილი მოსამართლეთა 20-კაციანი სია ფარსია, უბრალოდ, შეალამაზეს დეკემბრის 10-კაციანი სია, რომელშიც არიან ისეთი პირები, ვისაც უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი. თუმცა გამოცდის საფეხურები ისე გაიარეს, კითხვები არავის დაუსვამს. ეს "კლანზე" დიდი ჯგუფია. ასეთი არა მარტო სასამართლო სისტემაში, არამედ ყველგან არის, მათ შორის პროკურატურაში, აუდიტის სამსახურში და სხვა. არიან ერთი ჯგუფის წევრები, რომლებიც ხელისუფლებასთან ერთად აგვარებენ სხვადასხვა საქმეს.

- ამ კლანს პარლამენტში ამჟამად ვინ ჰყავს დასაყრდენი?

- ამას მნიშვნელობა არა აქვს. არც ჩინჩალაძეა პიროვნულად არავინ, მაგრამ ამწუთას ლიდერია, ცოტა ხნის წინ კი მურუსიძე იყო, ადრე კიდევ ცერცვაძე. ასე რომ, გვარების ცვლილება არაფერს ნიშნავს.

ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა, რომ დისკრედიტირებული პირები მართავდნენ სასამართლოს. სურთ, საქმეების გარჩევა ოთახებსა და კაბინეტებში ხდებოდეს.

- ოპონენტები ამ "კლანის" მფარველობაში ზარდიაშვილსა და კობახიძეს ადანაშაულებენ, თქვენი ინფორმაციით, კიდევ ვინ არის "კლანთან" დაახლოებული პირი? - მდინარაძეები, მათიკაშვილები, ოხანაშვილები - ისინი სულ ერთნი არიან.

თვითონ "კლანის" წევრები ეუბნებიან დეპუტატებს, თუ გინდათ სასურველი გადაწყვეტილებები, მაშინ ეს მოსამართლეები დაგვინიშნეთო. საკითხი უკვე ისე დგას, თხოვნის გარეშეც ზუსტად იციან, რა უნდა გააკეთონ. ზარდიაშვილის პარლამენტში ყოფნა-არყოფნა არაფერს ნიშნავს. დღესაც იგივე ფუნქცია აქვს. ასეთი კიდევ რამდენიმე კაცია.

...

2016 წელს "ოცნებამ" ჩათვალა, რომ ძალაუფლება ჰქონდა, ამიტომ რას მოიმოქმედებდა, მნიშვნელობას არ ანიჭებდა. სწორედ 2016 წლიდან დაიწყო "კლანის" დაახლოება პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან.

"კლანმა" სასამართლოში 2008 წლიდან მოიკიდა ფეხი. მოსამართლეების უმრავლესობა მაშინ გადმოიყვანეს პროკურატურიდან, სადაც ბევრი შეცდომა ჰქონდათ დაშვებული და მათზე არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ეს საზოგადოებამ არ იცის, მაგრამ საქმეები პროკურატურაში დევს.

- კონკრეტულად, ვისზეა საქმე აღძრული? - ერთ-ერთი ჩინჩალაძეა.

წაიკითხეთ გაზეთ „კვირის პალიტრაში“ ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად