რატომ აიცილა ირაკლი ოქრუაშვილმა ადვოკატები - კვირის პალიტრა

რატომ აიცილა ირაკლი ოქრუაშვილმა ადვოკატები

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბრალდებულმა ირაკლი ოქრუაშვილმა ადვოკატები აიცილა. აღნიშნული შუამდგომლობა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ოქრუაშვილმა ციხიდან წერილობით დააყენა. მან საკუთარ განცხადებაში მამუკა ჭაბაშვილისა და ბონდო ვათიაშვილის აცილება მოითხოვა.

სასამართლოსთვის გაგზავნილ განცხადებაში ოქრუაშვილმა გონივრული ვადა მოითხოვა იმისათვის, რომ ახალი ადვოკატი დაენიშნოს.

სასამართლო პროცესს თავად ირაკლი ოქრუაშვილი პროსტესტის ნიშნად კვლავ არ დასწრებია.

როგორც სასამართლო პროცესზე მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ განაცხადა, ირაკლი ოქრუაშვილს სავალდებულო წესით ადვოკატი დაენიშნება.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"