2 გარდაცვლილი და 3 დაშავებული - საზარელი ავარია ქობულეთში - კვირის პალიტრა

2 გარდაცვლილი და 3 დაშავებული - საზარელი ავარია ქობულეთში

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები არასრულწლოვნები არიან.

ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"