გორთან ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა - კვირის პალიტრა

გორთან ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა

წუხელ, გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ავტობანის დამცავი ბეტონის ჯებირს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად, ავტომანქანაში მყოფი ორი მგზავრი გარდაიცვალა. მძღოლი და კიდევ ერთი პირი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა ,,გორმედში" გადაიყვანეს.

მორიგე ექიმის დავით გასიტაშვილის განცხადებით, ერთ პაციენტს ტვინის შერყევა და ნეკნების მოტეხილობა აღენიშნება, მეორეს კი - ტრავმული დაზიანებები.

ავტომანქანაში მყოფი პირები ნათესავები არიან.

"ინტერპრესნიუსი"