ქარელთან ავარიისას 3 ადამიანი დაშავდა - ერთის მდგომარეობა მძიმეა - კვირის პალიტრა

ქარელთან ავარიისას 3 ადამიანი დაშავდა - ერთის მდგომარეობა მძიმეა

ქარელთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთის, 30 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გორში, კლინიკა "გორმედში" გადაიყვანა. ერთ მათგანს ამბულატორიული დახმარება გაეწია და კლინიკიდან გაწერილია, ორი კი ამ დრომდე მკურნალობას განაგრძობს.

ექიმების განცხადებით, ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა უმძიმესია. იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პაციენტს ნეიროქირურგიული ოპერაცია უტარდება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"