არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის მამას 6 წლით პატიმრობა მიესაჯა - კვირის პალიტრა

არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის მამას 6 წლით პატიმრობა მიესაჯა

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვან შვილთან გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებული ს.ფ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 27 მაისს, ს.ფ.-მ მის 16 წელს მიუღწეველ შვილთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

სამართალდამცველებმა ს.ფ. 2019 წლის 31 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ ს.ფ. წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

"ინტერპრესნიუსი"