"გადარჩენის არჩევანი რომ ყოფილიყო, სიმამრის გარდაცვალებას ვისურვებდი" - რა განაცხადა ყოფილი სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულმა? - კვირის პალიტრა

"გადარჩენის არჩევანი რომ ყოფილიყო, სიმამრის გარდაცვალებას ვისურვებდი" - რა განაცხადა ყოფილი სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულმა?

ყოფილი სიდედრის მკვლელობაში, ყოფილი ცოლისა და სიმამრის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ხვიჩა ყირიმელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 23 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა გამოაცხადა.

სასამართლოში სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმა ხვიჩა ყირიმელმა და განაცხადა, რომ მას მკვლელობა განზრახული არ ჰქონდა და მწუხარება გამოთქვა, რომ ყოფილი სიდედრი გარდაიცვალა. "გადარჩენის არჩევანი რომ ყოფილიყო,  სიმამრის გარდაცვალებას ვისურვებდი, ვინაიდან პროვოკაცია მან მოახდინა", - განაცხადა სასამართლოზე ყირიმელმა.

"სრულიად ვიზიარებ ყველაფერს, არ ვინანიებ არც ერთ ნაბიჯს. თუ ის მიმტკიცდება, რომ მივედი და სამი ადამიანის განზრახ მოკვლა ვცადე, გთხოვთ, მაქსიმალური სასჯელი, უვადო თავისუფლების აღკვეთა მომისაჯოთ", - განაცხადა მან.

შემთხვევა 2017 წლის 14 ნოემბერს, ათონელის ქუჩაზე მოხდა.

ბრალდების მხარის განცხადებით, ხვიჩა ყირიმელი ყოფილი ცოლის საცხოვრებელ სახლში მივიდა და ის დაჭრა, რის შემდეგაც შვილის საშველად გამოსული სიდედრი და სიმამრიც დაჭრა.

გამოძიება მიმდინარეობდა სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლია მესამე "ბ" ქვეპუნქტით და 11 პრიმა 19/109 მუხლის მესამე ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტით, 238-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახი სხვა წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას და განზრახ მკვლელობის მცდელობს, ასევე მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებას გულისხმობს.