პეკინზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა - კვირის პალიტრა

პეკინზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა

პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა.

როგორც AMBEBI.GE-ს პროკურატურაში განუცხადეს, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ საძაგლიშვილი სრულიად შეურაცხადად იქნა ცნობილი.

"გუშინ მივიღეთ ეს დასკვნა, რის საფუძველზეც მოსამართლემ მიიღო საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილება.

საძაგლიშვილს ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სამი წლის ვადით მკურნალობა დაენიშნა", - განუცხადეს AMBEBI.GE-ს პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ 28 აგვისტოს, პეკინის ქუჩაზე, თამარ საძაგლიშვილმა მცირეწლოვანი სახის არეში დაჭრა.