გენერალური პროკურატურა გია უდესიანს ახალ ბრალდებას წარუდგენს
04-11-2019
გენერალური პროკურატურა გია უდესიანს ახალ ბრალდებას წარუდგენს
გენერალური პროკურატურა ბიზნესმენ გია უდესიანს ახალ ბრალდებას წარუდგენს. ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით უწყებაში განცხადება 18:00 საათზე გაკეთდება.

პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, რა საქმესთან დაკავშირებით წარედგინება ბრალი ქართველ ბიზნესმენს.

შეგახსნებთ, რომ გია უდესიანს ბრალი კუს ტბის წილების იძულების დათმობის საქმესთან დაკავშირებით აქვს წაყენებული. ამავე საქმეზე მასთან ერთად ბრალდებულია სასჯელაღსრულების ნომერ მერვე დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე.

უდესიანი ბოლო წლებია საქართველოში არ იმყოფება.

"ინტერპრესნიუსი"



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?