"რას ჰქვია საქმეზე გამოძიება შეწყდება? თემირლანის საქმე არ დაიხურება! თემირლანის საქმე ამ ხელისუფლებას ჩამოამხობს!" - კვირის პალიტრა

"რას ჰქვია საქმეზე გამოძიება შეწყდება? თემირლანის საქმე არ დაიხურება! თემირლანის საქმე ამ ხელისუფლებას ჩამოამხობს!"

რას ჰქვია საქმეზე გამოძიება შეწყდება? თემირლანის საქმე არ დაიხურება! თემირლანის საქმე ამ ხელისუფლებას ჩამოამხობს! - ასე ეხმაურება პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ინფორმაციას, რომ პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება, შესაძლოა შეწყვიტოს.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, იქამდე, ვიდრე სახელმწიფო მისი ოჯახის წინაშე ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს, ბრძოლას არ შეწყვეტს.

"ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. რას ჰქვია შეწყდება? თემირლანის საქმე არ დაიხურება! თემირლანის საქმე ამ ხელისუფლებას ჩამოამხობს.

მოვითხოვ, სახელმწიფომ დანაშაული აღიაროს. ამ სისხლიან და ბოროტ სისტემას ვაიძულებ, შეცდომა აღიაროს. რას ჰქვია დანაშაულს არ აღიარებენ? აღიარებენ! მე იმისთვის ვიბრძვი, რომ სახელმწიფომ დანაშაული აღიაროს. თუ არ აღიარეს, არასდროს ვყოფილვარ "ა გეგმით", "ა გეგმას ბ გეგმა" ახლავს თან", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ცნობისთვის, "ინტერპრესნიუსის" ექსკლუზიური ინფორმაციით, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება, შესაძლოა, შეწყდეს. როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ფაქტობრივად, დაასრულა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტება ვერ დაადგინა.

"ინტერპრესნიუსი"