"არ წახ­ვი­დეო, აფრ­თხი­ლე­ბდა. ძა­ლი­ან სწრა­ფად და­დი­ოდ­ნენ" - ვინ არიან ყვარელში საზარელი ავარიისას გარდაცვლილი ახალგაზრდები - კვირის პალიტრა

"არ წახ­ვი­დეო, აფრ­თხი­ლე­ბდა. ძა­ლი­ან სწრა­ფად და­დი­ოდ­ნენ" - ვინ არიან ყვარელში საზარელი ავარიისას გარდაცვლილი ახალგაზრდები

ყვარელში ავარიას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. "მერსედესის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანანა ორ ნაწილად გაიყო. ავტომობილში 20-21 წლის ასაკის 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა.

მათგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე. რაც შეეხება დაშავებულს, იგი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

დაშავებული 19 წლის ანრი კარჭაული და გარდაცვლილები - 22 წლის შოთა ხუტუნაშვილი, 17 წლის ნიკა აბულაძე და 22 წლის დიმიტრი ასაბაშვილი სოფელ შილდიდან იყვნენ.

"ბებია გრძნობდა ალბათ, არ წახვიდეო, აფრთხილებდა. ძალიან სწრაფად დადიოდნენ. უბედურება მოხდა" - აცხადებენ გარდაცვლილების ახლობლები. გაგრძელება