ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერასთან და დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერასთან და დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის დროს უწყება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლების დაცვას უზრუნველყოფს.

ფილმის პრემიერისას დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ყველას მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ამოცანაა ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა, განურჩევლად ადამიანის სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების და სხვა ნიშნისა.

გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წლის 8, 9 და 10 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში
მდებარე რამდენიმე კინოთეატრში მხატვრული ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced) პრემიერა იმართება. ასევე, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან კეთდება განცხადებები კინოჩვენების ხელშემშლელი ღონისძიებების შესახებ.


შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ
ფარგლებს.

მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"





მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-02-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-02-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ  გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები