"თემირლანი დაჭრილი არ იყო, ის დახვრეტილია. მასზე ისეთი იარაღი გამოიყენეს, რომელიც ნადირზეც აკრძალულია"
"თემირლანი დაჭრილი არ იყო, ის დახვრეტილია. მასზე ისეთი იარაღი გამოიყენეს, რომელიც ნადირზეც აკრძალულია"
თუ სახელმწიფომ დანაშაული არ აღიარა, მე ამათ 2020 წელს ცხვირიდან ძმარს ვადენ. დღევანდელ ხელისუფლებას, ივანიშვილიდან დაწყებული, ყველათი დამთავრებული, ცხვირიდან ძმარს ვადენ! ისინი 2020 წელს არჩევნებს ვერ მოიგებენ, - ამის შესახებ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშილმა EMC-ის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების გამოკითხვის ოქმებს გაეცნო, რომელიც "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" გაასაჯაროა.

როგორც მაჩალიკაშვილი აცხადებს, თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებული სპეცოპერაცია პანკისის
ხეობის მცხოვრებლების პროვოკაციაზე წამოგებისკენ იყო მიმართული. ამასთან, მან მისი შვილის საქმის გამოძიებაში არსებულ დარღვევებზე და საქმის ფაბრიკაციაზე ისაუბრა.

"ხელყუმბარა არის შემოტანილი. ის პირველად მე ვნახე. 3-საათიანი ტყვეობის შემდეგ შემიყვანეს იმ ოთახში, სადაც თემირლანი მოკლეს, ხელყუმბარა მე ვნახე. მათ დავუსვი ეს კითხვა, დასისხლიანებული
იყო ტელეფონი, დასისხლიანებული იყო ლოგინი, თემირლანის ყურსასმენები. ხელყუმბარას, რომელიც თემირლანს ეჭირა, რატომ არ ემჩნეოდა თუნდაც, ერთი წვეთი სისხლი? თემირლანი დაჭრილი არ იყო, ის დახვრეტილია. მასზე ისეთი იარაღი გამოიყენეს, რომელიც ნადირზეც აკრძალულია. ამიტომაც ჩაუტარეს თემირლანს ოპერაცია და ის ნამსხვრევები თავიდან იმიტომ ამოუწმინდეს, რომ არ დადგენილიყო, რომელი იარაღი იყო გამოყენებული.

როგორც კი სტრასბურგმა ამ საქმის დამუშავება დაიწყო, ამოძრავდნენ. ვითომ, აზრზე მოდიან და შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. თემირლანის საქმე დღევანდელ ხელისუფლებას არ შერჩება. თუ სახელმწიფომ დანაშაული არ აღიარა, მე ამათ 2020 წელს ცხვირიდან ძმარს ვადენ. ამას ვიტყვი ხმამაღლა. დღევანდელ ხელისუფლებას, ივანიშვილიდან დაწყებული, ყველათი დამთავრებული, ცხვირიდან ძმარს ვადენ! ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს გავაკეთებ, გავანადგურებ, ყველას გავანადგურებ. განადგურება იმას ნიშნავს, რომ 2020 წელს ისინი არჩევნებს ვერ მოიგებენ", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.


"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
11-11-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
11-11-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები