შსს-მ მამა გიორგი სხილაძის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - კვირის პალიტრა

შსს-მ მამა გიორგი სხილაძის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სასულიერო პირის, მამა გიორგი სხილაძის მიმართ განხორციელებულ შესაძლო მუქარის ფაქტზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ მამა გიორგი სხილაძე საქართველოდან საზღვარგარეთ რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა. სასულიერო პირის თქმით, მან წერილი მიიღო, რომელშიც სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. მანამდე მამა გიორგი სხილაძემ წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზოსიმე შიოშვილი სექსუალური ძალადობის მცდელობაში დაადანაშაულა.