"ყვიროდა ხმამაღლა, უცენზურო სიტყვებით იგინებოდა" - რა განაცხადა სამართალდამცველმა "ამირანთან" დაკავებულ სასულიერო პირზე სასამართლოში?
09-11-2019
"ყვიროდა ხმამაღლა, უცენზურო სიტყვებით იგინებოდა" - რა განაცხადა სამართალდამცველმა "ამირანთან" დაკავებულ სასულიერო პირზე სასამართლოში?
სამართალდამცველის ინფორმაციით, კინოთეატრ "ამირანთან" დაკავებული სასულიერო პირი ლევან ამერეჯიბი იგინებოდა და ხმამაღლა ყვიროდა.

"საზოგადოებრივ წესრიგს ვიცავდით, რა დროსაც, აღნიშნული პირი ყვიროდა ხმამაღლა, უცენზურო სიტყვებით იგინებოდა. მოვუწოდეთ აგრესიული ქმედება შეეწყვიტა. ჩვენი არაერთი მოწოდების მიუხედავად, ის აგრძელებდა აგრესიულ ქმედებას", - განაცხადა სამართალდამცველმა.

აღნიშნულს სასულიერო პირი ნაწილობრივ დაეთანხმა.

"ნაწილობრივ ვეთანხმები. არ ვიგინებოდი, მასა რომ აწვებოდა, პირველი ვიდექი, ჭყლეტვაში ვიყავი", - განაცხადა ამერეჯიბმა.

კინოთეატრ "ამირანთან" დაკავებული სასულიერო პირის ლევან ამერეჯიბის სასამართლო პროცესი 11 დეკემბრამდე
გადაიდო. როგორც სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ლეილა გოგიშვილმა განაცხადა, ვინაიდან სამართალდამცველის პოზიციას დაკავებული კატეგორიულად არ ეთანხმება, სასამართლომ სამართალდამცველებს საკუთარი ინიციატივით დაავალა მტკიცებულებების გამოთხოვა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები