კინოთეატრ "ამირანთან" დაკავებული 21 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო
09-11-2019
კინოთეატრ "ამირანთან" დაკავებული 21 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო
კინოთეატრ "ამირანთან" საპროტესტო აქციისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული 21 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, სადაც დაკავებული პირებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე მსჯელობდნენ, მხოლოდ ერთ პირს, მერაბ ჭიკაიძეს დაეკისრა სახდელი 500-ლარის ოდენობით. ჭიკაიძემ აღიარა, რომ ის იგინებოდა, თუმცა, არა სამართალდამცავების მისამართით.

ამასთან, ცალკე წარმოებად გამოიყო სასულიერო პირის, ლევან ამერეჯიბის საქმე. კიდევ ორი დაკავებული კი, ადვოკატ ცირა ჯავახიშვილის ინფორმაციით, ხელწერილით გათავისუფლდა და მათი საქმე სასამართლოს არ განუხილავს.

შემდეგი სასამართლო სხდომა 11 დეკემბერს,
11:00 საათიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ დაიწყო.

8 ნოემბერს, თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 28 პირი დააკავეს. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი. ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც
საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?