უმძიმეს მკვლელობაში ბრალდებული პაპაც და შვილიშვილიც გაათავისუფლეს - ვინ მოკლა 5 ადამიანი ყანდაურაში? - კვირის პალიტრა

უმძიმეს მკვლელობაში ბრალდებული პაპაც და შვილიშვილიც გაათავისუფლეს - ვინ მოკლა 5 ადამიანი ყანდაურაში?

11 ნოემბერს, ყანდაურაში მომხდარ მკვლელობაზე, თელავის რაიონულ სასამართლოში 85 წლის ომარ გამყრელიძის და მისი შვილიშვილის გაერთიანებული საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. სხდომაზე დაცვის მხარემ აღკვეთი ღონისძიების შეცვლა მოითხოვა, რაც მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დააკმაყოფილა და უმცროსი ომარ გამყრელიძე 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა.

"მადლობა ყველას, ჩემთვის ეს მოულოდნელი და სასიხარულო გადაწყვეტილება იყო. ახლა მეტის თქმა არ შემიძლია, ემოციებში ვარ" - აღნიშნა ომარ გამყრელიძემ.

პროცესის მომდინარეობისას, კვლავ ბრალდების მხარის მოწმე, სოფელ ყანდაურის ტერირორიული ორგანოს რწმუნებული ნანა ტაველიშვილი დაიკითხა. მასთან კითხვები ქონდა ყველა მხარეს.

პროკურორი ვლადიმერ ბექიშვილი ტაველიშვილს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მიმდინარე საგამოძიებო პროცესებზე უსვამდა კითხვებს. მოწმემ დეტალურად გაიხსნა მკვლელობის დღეს გამყრელიძეების სახლში არსებული ვითარება.

დღევანდელ სხდომაზე გახმაურებული საქმის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა მოწმემ განმარტა, რომ მომხდარის დღეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს ხელი ემოციურ მდგომარეობაში მყოფმა მოაწერა. ვითარების შესწავლის შემდეგ კი, დათვალიერების დასრულების ოქმზე ხელმოწერის გაუქმება და პირვანდელი ჩვენების შეცვლა მოითხოვა.

ამასთან, ტაველიშვილმა სასამართლოზე განაცხადა, რომ სამხარეო პოლიციაში დაიბარეს და დაემუქრნენ, რომ მათთვის სასურველ ჩვენებას ხელი. მოწმე განმარტავს, რომ პოლიციის მაღალჩინოსნები კახეთის მთავარ სამმართველოში 4 საათის განმავლობაში ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ. იხილეთ სრულად

სასამართლო სხდომას ესწრებოდა მხოლოდ უმცროსი ომარ გამყრელიძე, რაც შეეხება 85 წლის ომარ გამყრელიძეს, ავადმყოფობის გამო სასამართლოზე დასწრება ვერ შეძლო. შეგახსენებთ, სოფელ ყანდაურაში 5 ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 85 წლის ომარ გამყრელიძეს აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა სექტემბერში შეეცვალა და 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გათავისუფლდა.

შეგახსენებთ, საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში გამყრელიძეების ოჯახში სასტიკი მკვლელობები 2019 წლის მაისში მოხდა, 4 კაცის მკვლელობასა და მეუღლის დაჭრაში 85 წლის ომარ გამყრელიძე მალევე დააკავეს, თუმცა ის დღეს თავისუფალია და კვლავაც უპასუხოდაა  შეკითხვა - ვინ დახოცა ასე უმოწყალოდ მისი შვილი, რძალი, ბიძაშვილის ცოლი და მისი 35 წლის ვაჟი. ასევე დაჭრა ომარ გამყრელიძის 71 წლის მეუღლე, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამ საქმესთან დაკავშირებით იყო დაკავებული ომარ გამყრელიძის შვილიშვილი და მისი მოსახელე უმცროსი ომარ გამყრელიძე. პაპაც და შვილიშვილიც თავისუფლები არიან. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იძებნებოდა ომარ გამყრელიძის ვაჟი ნოდარ გამყრელიძე, რომლის კვალსაც სამართალდამცავებმა დღემდე ვერ მიაკვლიეს.

იხილეთ ასევე: დაკავებულმა ბიჭმა ძალოვანებს გაუმხილა, რომ მამამისი მკვლელობამდე კახეთში იმყოფებოდა - ვინ მოკლა 5 ადამიანი ყანდაურაში?!

სოფელ ყანდაურაში 5 ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძეს აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა შეეცვალა და 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გათავისუფლდა. ეს გადაწყვეტილება თელავის რაიონულ საამოსამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.