თბილისის ზღვაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს - ახალგაზრდა, სავარაუდოდ, მოკლულია - კვირის პალიტრა

თბილისის ზღვაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს - ახალგაზრდა, სავარაუდოდ, მოკლულია

თბილისის ზღვაზე 36 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც, შესაბამისად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"