"ორივე დაკარგულები იყვნენ, ბექა ამ დრომდე არ გამოჩენილა" - რა აკავშირებს თბილისის ზღვაზე მოკლულ მამაკაცს ემზარ კვიციანთან
"ორივე დაკარგულები იყვნენ, ბექა ამ დრომდე არ გამოჩენილა" - რა აკავშირებს თბილისის ზღვაზე მოკლულ მამაკაცს ემზარ კვიციანთან
პარლამენტის დეპუტატის, ემზარ კვიციანის ინფორმაციით, თბილისის ზღვაზე მოკლული 36 წლის მამაკაცი მისი ძმისშვილის მეგობარია.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ თბილისის ზღვაზე მოკლული მამაკაცი ბოლოს სწორედ მისმა ძმისშვილმა ბექა კვიციანმა ნახა. ემზარ კვიციანის თქმით, ოჯახს ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს და მის ძმისშვილს, ბექა კვიციანს ამ დრომდე ეძებენ.

"არ ვიცი, არაფერი ინფორმაცია არ გვაქვს იმის გარდა, რომ ორივე დაკარგულები იყვნენ, ორივეს ეძებდნენ. ნოდარ ცხადაძე მოინახა და ბექა ჯერ არ არის
მოძებნილი. არაფერი ვიცი, არიან ერთმანეთის ნათესავები, ერთად გაზრდილები და ჩემი ძმისშვილი მისი ბავშვის ნათლიაა. ამიტომ , ჯერ ვერაფერს გეტყვით. არაფერი ვერსია არ არსებობს. ჩემი ძმისშვილი ამ დრომდე არ გამოჩენილა", - აცხადებს ემზარ კვიციანი.

ცნობისთვის, თბილისის ზღვაზე 36 წლის მამაკაცის ცხედარი გუშინ იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი
ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც, შესაბამისად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები