საზარელ ავარიას დადიანზე "ინტერპრესნიუსის" თანამშრომელი და მისი მეუღლე ემსხვერპლნენ - კვირის პალიტრა

საზარელ ავარიას დადიანზე "ინტერპრესნიუსის" თანამშრომელი და მისი მეუღლე ემსხვერპლნენ

თბილისში, დადიანის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, რომელიც კლინიკაში არიან გადაყვანილი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ქალი საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" თანამშრომელია შორენა ყასუმაშვილია. რომელიც სააგენტოში სტილისტ-კორექტორის პოზიციაზე მუშაობდა. გარდაიცვალა ასევე მისი მეუღლეც ზურა საური.

მომხდარის გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.

"კვირის პალიტრა" მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულების ოჯახს სამძიმარს უცხადებს.