რატომ შემოჰყავთ სპეცრაზმი თბილისში? - კვირის პალიტრა

რატომ შემოჰყავთ სპეცრაზმი თბილისში?

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში სპეცრაზმის მობილიზების შესახებ ინფორმაციას უარყოფს.

როგორც შსს-ში ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადეს, ადგილი ჰქონდა გეგმიურ როტაციას.

"ეს იყო ჩვეულებრივი როტაცია, რომელსაც არაფერთან კავშირი არ აქვს. მოხდა საპოლიციო ძალების ჩანაცვლება", - განაცხადეს შსს-ში.

ინფორმაციისთვის, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს: "პარლამენტში საშვებს არ უშვებენ, ზაჰესიდან სპეცრაზმი შემოჰყავთ!

"ინტერპრესნიუსი"