"მერჩივნა ბექა მოეკლათ, მის სიცოცხლეს აზრი არ აქვს" - რას ამბობენ მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული კვიციანის ახლობლები?
"მერჩივნა ბექა მოეკლათ, მის სიცოცხლეს აზრი არ აქვს" - რას ამბობენ მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული კვიციანის ახლობლები?
ფოტო:ბექა კვიციანი, ნოდარ ცხადაძე
სამართალდამცავებმა 36 წლის ნოდარ ცხადაძის მკვლელობა გახსნილად გამოაცხადეს და ამ უმძიმესი ბრალდებით დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბრალდებულმა ბექა კვიციანმა თბილისის ზღვის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა მეგობარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობა გახსნა - დაკავებულია 1 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნეს. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბექა კვიციანი დააკავეს. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით,
ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ საკითხზე დავუკავშირდით დეპუტატ ემზარ კვიციანს, რომელიც ამბობს, რომ ბექა კვიციანი თავად დაარწმუნა ჩაბარებოდა პოლიციას. "ბექა თავად ჩაბარდა პოლიციას. ვესაუბრე მას და დავარწმუნე, რომ ჯობდა ჩაბარებოდა. ქუჩაში ვიპოვე შემთხვევით, კერძოდ, სააკაძეზე ფეხით მიდიოდა და იქ გადავაწყდი. არაფერს ყვება, იცინოდა, არ ახსოვს არაფერი. მგონი, სრულ ჭკუაზე არ არის. ვფიქრობ, ჩასვამენ და უმკურნალებენ. მეტს ვერაფერს გეტყვით", - გვითხრა ემზარ კვიციანმა.

მომხდარის გამოძიება გრძელდება, რა ჩვენება მისცა გამოძიებას თავად ბრალდებულმა ბექა კვიციანმა და რას ამბობს მომხდარზე, ჯერჯერობით უცნობია.

ცნობილია, რომ მოკლულს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. პირველი წუთებიდანვე ცნობილი იყო, რომ ნოდარ ცხადაძესთან ერთად იმ დღეს სამსახურში, ისნის ბაზრობაზე ნახეს მისი მეგობარი ბექა კვიციანი. ისინი მანქანით ერთად წავიდნენ და მას მერე ეძებდნენ ორივეს. ბრალდებული ბექა კვიციანი მოკლულის ბავშვის ნათლიაა და დღემდე უცნობია, რა გახდა ამ უმძიმესი დანაშაულის მიზეზი. კვიციანი ადრე რამდენჯერმეა ნასამართლევი, სასჯელს იხდიდა  ჯერ ოჯახური ძალადობისთვის და შემდეგ 2008 წელს, ხულიგნობისთვისაც დააკავეს. 2014 წელს კი პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით მიეცა პასუხისგებაში.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით ბექას მამიდას, ქალბატონ ნორა კვიციანს, ის მომხდარით შეძრულია. ამბობს, რომ მისი ძმისშვილი სავარაუდოდ წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

ნორა კვიციანი:
- გაოგნებული და განადგურებული ვარ იმით, რაც მოხდა. ბექა თურმე სრულ ჭკუაზე არ არის, მერჩივნა ის ყოფილიყო მკვდარი. წუხელ ჩაბარდა პოლიციას, ჩემმა ძმამ ნახა შემთხვევით ქუჩაში, სააკაძეზე, აზრზე არ არის, იცინის, არაფერი ახსოვს, უთქვამს, რა დავაშავეო. სიკვდილის ტოლფასია ეს ჩვენთვის. ცოცხალი იყო თუ მკვდარი, არ ვიცოდით ეს დღეები, ახლა როცა ეს ამბავი გავიგე, მართლა მერჩივნა ბექა მოეკლათ, მის სიცოცხლეს აზრი არ აქვს. ასეთი მოსიყვარულე ოჯახები იყვნენ, იმხელა სიყვარული ჰქონდათ ერთმანეთის, ბავშვობიდან ერთად იყვნენ. ნოდარის დედა რომ გააკეთებდა საჭმელს, ბექას ეძახდა. მისი ბავშვი ჰყავს მონათლული და ასეთი სასწაული რამ ჩაადენინა, არ ვიცი. ამბობენ წამლის ზემოქმედების ქვეშ იყოო. სრულ ჭკუაზე ასეთ რამეს როგორ ჩაიდენდა. დაპირისპირება მათ შორის არ არსებობდა, ეს გამორიცხულია.

- ბექა წამალდამოკიდებული იყო?
- ბოლო ხანს არეულ-დარეული ყოფილა, ეტყობა რაღაც ტაბლეტებს სვამდა, ამ მთავრობამ ვერა და ვერ მიხედა ამ პრობლემას. გვეღუპებიან ახალგაზრდები, ზოგი თავს იკლავს, ზოგი ავარიით იღუპება და ეს ტაბლეტები კიდევ სპობს ჩვენს ახალგაზრდებს, ახალგაზრდობის ამოსაწყვეტად შემოდის ამდენი ნარკოტიკი და მთავრობა არაფერს აკეთებს. მე არ ვიცოდი, რომ წამალს იღებდა, ახლა გავიგე, სხვანაირად საღ გონებაზე როგორ მოკლავდა მეგობარს. ან იარაღი საიდან მოიტანა, არ ვიცი.
ნოდარის 3 ბავშვი დაობლდა, ბექას სიცოცხლეს სიკვდილი სჯობია. მე არ მივსულვარ სამძიმარზე, მოძრღვარს ვთხოვე მოიხსენიოს ლოცვებში გარდაცვლილი და პანაშვიდებს გადავუხდი, განადგურებული ვარ. არ ვიცნობდი პირადად ნოდარს, მაგრამ ჩემი რძლისგან ვიცი როგორი კარგი ბიჭი იყო, როგორი მზრუნველი. ძალიან მოსიყვარულე.

არაფერი ვიცოდით, შორტებით იყო წასული ბექა სახლიდან. ჩემი რძალი ამბობს, ბავშვი ცურვაზე წავიყვანე და ბექა ეზოში დავტოვეო. თურმე ვიღაცას სთხოვა მანქანა და იმით მივიდა ნოდარისთან, მანქანის მძღოლიც როგორ გახვია შარში, მკვლელობის მერე მანქანა პატრონს დაუბრუნა თურმე და ამის მერე ქუჩაში დადიოდა.

ორი შვილი ჰყავს ბექას. ერთ სახლში, სხვადასხვა სართულებზე ცხოვრობენ ჩემი ძმის და მოკლულის ოჯახები. როგორ უნდა იცხოვრონ ახლა იქ. გაგვანადგურა.

- ქალბატონო ნორა, ამბობენ, ბექა რამდენჯერმე ნასამართლევიაო, იქნებ გვითხრათ, რატომ აირია მისი ცხოვრება?
- ძალიან ემოციური და ფიცხი ხასიათის ბიჭი იყო ბავშვობიდან. თავს არავის დაუხრიდა. მე ციხეში ვიყავი, ის რომ დააკავეს, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დაიჭირეს...

- ოჯახურ ძალადობაშიც იყო მხილებული, ცოლზე ძალადობდა?
- ცოლზე არ უძალადია, მაგრამ ოჯახის ამბავი ხომ იცით, უთანხმოება იყო და ამიტომ მოხდა ეს. იურიდიულად გაშორებულები არ არიან, მაგრამ რეალურად ერთად არ ცხოვრობენ. ბავშვები ხან დედასთან არიან, ხან აქ. ჩემი ძმა და რძალი განადგურებული არიან, სახლში ვერ მიდიან. ორი ოჯახის განადგურებაა ეს. რომ ეძებდნენ ორივეს, ერთმანეთს ამხნევენდნენ თურმე, ეს რომ სჭირდათ, ვინ იცოდა.

- ითქვა, ბექა ნოდარს "ობშიაკის" ფულს სთოხვდა და შეიძლება ეს იყოს მკვლელობის მიზეზიო, ამაზე რას იტყვით?
- აბსოლუტური სისულელეა, ეს სიცრუეა და "მთავარმა არხმა" გაავრცელა. ესენი ხომ სიცრუეს ავრცელებენ. ისედაც განადგურებულ ოჯახებს რაში სჭირდება დაპირისპირება. საშინელი ტრაგედიაა, არ იყო საღ ჭკუაზე ამაში დარწმუნებული ვარ.

- მკვლელობის იარაღი ნაპოვნია?
- არ ვიცი და მეც მაინტერესებს საიდან მოიტანა იარაღი ბექამ. დანაშაულის ჩადენის დროს წამლის ზემოქმედების ქვეშ იყოო. ასეთი უბედურება ეწვია ჩვენს ოჯახს.


(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?