ერთ-ერთი ვერსიით, პირმა ჯერ დედა და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა - თბილისში, ატენის ქუჩაზე რამდენიმე ადამიანი მოკლეს - კვირის პალიტრა

ერთ-ერთი ვერსიით, პირმა ჯერ დედა და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა - თბილისში, ატენის ქუჩაზე რამდენიმე ადამიანი მოკლეს

ატენის ქუჩაზე რამდენიმე ადამიანი მოკლეს. როგორც შსს-ში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილია რამდენიმე ადამიანი და სამართალდამცველები მუშაობენ.

ერთ-ერთი ვერსიით, პირმა ჯერ დედა და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა, თუმცა, , აღნიშნულს შსს-ში არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ ვერსიაა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, 109-ე და 236- მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"