ბიჭმა, სავარაუდოდ, დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა - ვინ არიან ატენის ქუჩაზე გარდაცვლილი ადამიანები? - კვირის პალიტრა

ბიჭმა, სავარაუდოდ, დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა - ვინ არიან ატენის ქუჩაზე გარდაცვლილი ადამიანები?

შემზარავი ტრაგედია დატრიალდა, თბილისში, ატენის ქუჩაზე, სადაც მამაკაცმა, სავარაუდოდ, ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ადგილობრივის თქმით, შემთხვევა, სავარაუდოდ, 17 ნოემბერს, გამთენიისას მოხდა. „მიზეზი არავინ იცის. ყველა გაოგნებულია. ლევანი არ იყო კონფლიქტური. გასროლის ხმა არ გამიგია. ამბობენ, რომ ტრაგედია გამთენიისას მოხდა. ბიჭი ცოტა ხნის წინ ინგლისიდან ჩამოვიდა”, - განაცხადა ატენის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა. გარდაცვლილები არიან ირინე გედევანიშვილი და მისი შვილები ლევან და თაკო აბაშიძეები. ერთ ერთი ვერსიით, და-ძმას შორის კონფლიქტი იყო და ამ შემზარავი დანაშაულის მიზეზი შეიძლება ეს გამხდარიყო.