"ლევანი ამას არ ჩაიდენდა! ეს დაუჯერებელია" - რას ყვებიან ატენის ქუჩაზე მომხდარ სასტიკ დანაშაულზე?
"ლევანი ამას არ ჩაიდენდა! ეს დაუჯერებელია" - რას ყვებიან ატენის ქუჩაზე მომხდარ სასტიკ დანაშაულზე?
ფოტო:გარდაცვლილი დედა-შვილი - ირინე გედევანიშვილი და თაკო აბაშიძე
შემზარავი ტრაგედია დატრიალდა თბილისში, ატენის ქუჩის #20-ში, სადაც ერთ-ერთ ბინაში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით გარდაცვლილი სამი ადამიანი ნახეს. ადგილობრივის თქმით, შემთხვევა, სავარაუდოდ, 17 ნოემბერს, გამთენიისას მოხდა. გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა დედა და და დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა. "მიზეზი არავინ იცის. ყველა გაოგნებულია. ლევანი არ იყო კონფლიქტური. გასროლის ხმა არ გამიგია. ამბობენ, რომ ტრაგედია გამთენიისას მოხდა", - განაცხადა ატენის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

გარდაცვლილები არიან ირინე
გედევანიშვილი და მისი შვილები ლევან და თაკო აბაშიძეები. როგორც გარდაცვლილების მეზობელი გვიყვება, მანქანა დედასაც ჰყავდა და ქალიშვილისაც, სწორედ ერთ-ერთის მანქანა იყო ისე გაჩერებული, რომ მეზობელს ავტომობილის გაყვანაში უშლიდა ხელს და ამიტომ დაიწყეს ირინას ძებნა. ურეკავდნენ მობილურზე და არავინ პასუხობდა, შინაც მიაკითხეს და კარი არავინ გააღო.
"ამავე სახლში ცხოვრობს მათი ნათესავი და მას სთხოვეს დახმარება, მან გამოიძახა მაშველები, როცა მაშველები შევიდნენ ნახეს, რომ სამივე გარდაცვლილი იყო. არის ვერსია, რომ ვაჟმა მოკლა დედა და და, შემდეგ კი თავი მოიკლა, თუმცა ახლობლებს ამის არ სჯერათ.

გვესაუბრება ირინე გედევანიშვილის ერთ-ერთი მეგობარი:
- ირინა ამ ეზოში დაიბადა და გაიზარდა, უკარგესი გოგო იყო, ფსიქოლოგი გახლდათ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ადრე დაქვრივდა, რის შემდეგაც მშობლებთან ცხოვრობდა. დედ-მამა დაეხმარა შვილების გაზრდაში. დაუჯერებელია, რომ ეს ლევანს ჩაედინა, იმდენად საყვარელი და თბილი ბიჭი იყო. თაკოც უსაყვარლესი გოგო იყო, ილიას უნივერსიტეტში მაგისტრატურაში სწავლობდა, ირინა ხშირად წუხდა, სწავლას გადაყვა და გათხოვებაზე არ ფიქრობსო. თაკო უფროსი იყო. ლევანი ბოლო წლების განმავლობაში ინგლისში ცხოვრობდა. სადღაც თვენახევრის წინ ბებია გარდაეცვალათ, მისი დაკრძალვისთვის ჩამოვიდა და უკან აღარ წასულა. როგორც ამბობენ, ლევანის სახელზე იყო რაღაც იარაღი გაფორმებული, ამიტომ გაჩნდა ალბათ ეს საზარელი ვერსიაც... აქ ყვებოდნენ, რომ წინა დღეს ნახეს ირინა და ლევანი ერთად, არანაირი კონფლიქტი და აღელვება მათ ურთოერთობაში არ ჩანდაო...

- ნარკოდამოკიდებული ხომ არ იყო ლევანი?
- უაბნში ყველამ იცის ვინ ვინ არის, ლევანზე მსგავსი არაფერი გამიგია.

P.S. ატენის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი ვერსია გავრცელდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ატენის ქუჩაზე სამივე ადამიანი, სავარაუდოდ, სხვა პირმა მოკლა.

შსს-ში არც ერთ ვერსიას ოფიციალურად არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მხოლოდ ორი მუხლით მიმდინარეობს, 109-ე, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი, ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 236-ე, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს.

(სპეციალურად საიტისთვის)

ნონა
24 ნოემბერი 2019 08:42
Me ar mjera im bichs chaedina es yvelaferi eg saqme ise gaaketes bichs dabraleboda amowydit mkvkelebo
...
18 ნოემბერი 2019 16:01
არმგონია ბიჭს მოეკლას დედა და და.აქ სხვა სუნი უდის საქმეს გასაქურდად არიან მისული რადგან საძღვარგარეთიდან იყო ჩამოსული.ვინაა დღეს სანდო.განა მაზლმა არ მოკლა რძალი? ფუი ამოწყდით ჩამდენებო
inga
18 ნოემბერი 2019 12:31
მეორე ვერსია, რომ სხვამ მოკლა ყველა-ნაკლებად სარწმუნოა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები