"მთავარი არხის" დამფუძნებელი გიორგი რურუა ამ წამს დააკავეს იარაღის ჩადებით" - რას წერს ნიკა გვარამია? - კვირის პალიტრა

"მთავარი არხის" დამფუძნებელი გიორგი რურუა ამ წამს დააკავეს იარაღის ჩადებით" - რას წერს ნიკა გვარამია?

"მთავარი არხის"  გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ფეისბუკზე" ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაკავებულია ნიკა რურუას ძმა გიორგი რურუა.

"მთავარი არხის" - ჩვენი დამფუძნებელი გიორგი რურუა ამ წამს დააკავეს იარაღის ჩადებით. აღარაა დრო დაყოვნების! ან ჩვენ ვრჩებით ამ ქვეყანაში, ან დანაშავე ივანიშვილის კლეპტოკრატია, მისი კორუმპირებული და ანტიხალხური რეჟიმი და კაციჭამია ზონდერი სპეცრაზმელები!

უზურპატორი უნდა გავუშვათ, ან ის დაგვტოვებს სამშობლოს გარეშე!!!" -  წერს ნიკა გვარამია.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გიორგი რურუა მართლაც დააკავეს და ის დაკითხვაზეა გადაყვანილი, თუმცა რა გახდა ამის მიზეზი ოფიციალურად არ არის ცნობილი. დავუკავშირდით შსს-ის პრესცენტრსაც, სადაც გვითხრეს, რომ გიორგი რურუას დაკავების თაობაზე ინფორმაციას ამუშავებენ.

იხილეთ ასევე: გიორგი რურუას დაკავებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს