პოლიციამ აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთი მისცა? - რას ამბობენ ოპოზიციის წარმომადგენლები?
პოლიციამ აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთი მისცა? - რას ამბობენ ოპოზიციის წარმომადგენლები?
არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთი მისცა.

აღნიშნული ინფორმაცია პარლამენტთან ვრცელდება, რომლის მიხედვითაც, აქციის მონაწილეებს 30 წუთი მიეცა იმისთვის, რომ გაათავისუფლონ ტერიტორია და შეწყვიტონ საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის წარმომადგენლები აღნიშნულთან დაკავშირებით ესაუბრნენ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს ზაალ უდუმაშვილს. აღნიშნულ საუბარს მოჰყვა ხმაური. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი აქციის მონაწილეებმა შეძახილებით -"პასუხს აგებთ" გააცილა.

როგორც "ინტეპრესნიუსს" ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა, პოლიციის თანამშრომლის ეს გაფრთხილება ძალის გამოყენების გეგმაზე მიუთითებს.
"ეს ნიშნავს იმას, რომ 30 წუთის შემდეგ გამოიყენებენ უკვე ძალას",- განაცხადა უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმი გამოჩნდა. ამასთან, რესპუბლიკის მოედანზე მობილიზებულია წყლის ჭავლის და სახანძრო მანქანები.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები