პარლამენტთან წყლის ჭავლი გამოიყენეს - კვირის პალიტრა

პარლამენტთან წყლის ჭავლი გამოიყენეს

სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გაუშვეს.

მანამდე აქციის მონაწილეებმა გაფრთხილება მიიღეს, რომ დაშლილიყვნენ.

წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ, აქციის მონაწილეების ნაწილმა დატოვა ზუბალაშვილების ქუჩა, ნაწილი კი ისევ ცდილობს სპეცრაზმისთვის წინააღმდეგობის გაწევას.