"ალბათ, აქამდე დახვრეტილი ვიქნებოდი" - რა მიმართვა გაავრცელა გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე დედისა და დის მკვლელობაში ბრალდებულმა - კვირის პალიტრა

"ალბათ, აქამდე დახვრეტილი ვიქნებოდი" - რა მიმართვა გაავრცელა გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე დედისა და დის მკვლელობაში ბრალდებულმა

თბილისში რამდენიმე დღის წინ დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყენა შეძრა. ათენის ქუჩაშე სამართალდაამცველებმა 3 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცმა ლევან აბაშიძებ იარაღიდან გასროლით ჯერ დედა და  და მოკლა, შემდეგ თავი მოიკლა.

სამართალდამცავებმა საქმე განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით აღძრეს. მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

"პალიტრავიდეომ" მოიპოვა ვიდეო, სადაც ლევან აბაშიძე "ადამიანის უფლებათა ცენტრს" მიმართავს და ამბობს, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებისგან იდევნება.

"ქვეყნის დატოვების შემდეგ ყველანაირად ვეცადე გარკვევას იმისა თუ რა ხდებოდა ჩემს თავს, მაგრამ არც არავინ მელაპარაკებოდა თითქოს არც ვარსებობდი. უკვე 3 თვეა ვიმყოფები სახლიდან და ქვეყნიდან გამოძევებული, თუმცა ვაპირებ დაბრუნებას ჩემს სამშობლოში, ჩემს სახლში, სხვაგან წასასვლელი არ მაქვს", - ამბოს ლევან აბაშიძე. იხილეთ ვიდეო სრულად

იხილეთ ასევე: "ვიცოდით, რომ და-ძმას პრობლემები ჰქონდათ, ბოლო ხანს თაკო ამბობდა ძმაზე, საშიშიაო, მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ დედას და დას სასიკვდილოდ გაიმეტებდა"