თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 ნოემბრის აქციისას დაკავებული 6 პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლა და პროცესი ხვალისთვის გადადო
თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 ნოემბრის აქციისას დაკავებული 6 პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლა და პროცესი ხვალისთვის გადადო
თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 ნოემბრის აქციისას დაკავებული 6 პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლა და პროცესი ხვალისთვის გადადო.

როგორც სასამართლოს დარბაზში, ასევე შენობის ფოიეში მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას დაკავებულების ახლობლები და სამოქალაქო აქტივისტები ტაშით და შეძახილებით შეხვდნენ. მოსამართლე აღნიშნული 6 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე 20 ნოემბერს, 13:00 საათზე იმსჯელებს.

გიგა მაქარაშვილი, ირაკლი კაჭარავა, დიმიტრი ბიძინაშვილი, ირაკლი ნადირაძე, დავით მჟავანაძე და პაატა სოსონაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და
173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს. შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირია დაკავებული.

"ინტერპრესნიუსი"

...
20 ნოემბერი 2019 11:35
ამათ იციან რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს პროპორციულ არჩევნებს რატომ დაგვაშორებს პროპორციული არჩევნები აბხაზეთს და ოსეთს.მედიაში უნდა შუქდებოდეს პროპორციული არჩევნები მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები ესენი ოღონდ შეძვრნენ პარლამენტში არ დაეძებენ არაფერს ასე ხო არ არის

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?