"ერთადერთი, რაც მაქვს სანანებელი, ის არის, რომ..." - რას ამბობს დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდია? - კვირის პალიტრა

"ერთადერთი, რაც მაქვს სანანებელი, ის არის, რომ..." - რას ამბობს დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდია?

ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდია თანატოლებს ურჩევს, მშობლებთან მეტად გახსნილები იყვნენ და მათი პრობლემების შესახებ საქმის კურსში ჩააყენონ.

კალანდიასთან ექსკლუზიური ინტერვიუ "ინტერპრესნიუსმა" ჩაწერა. ბრალდებულის თქმით, ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა ჩათვალა, რომ თანატოლებთან არსებულ პრობლემებს თავად მოაგვარებდა.

"ერთადერთი, რაც მაქვს სანანებელი, ის არის, რომ როდესაც მქონდა შანსი, მშობლები არ ჩავაყენე საქმის კურსში და ვიფიქრე, რომ ჩვენ, ბავშვები თვითონ შევძლებდით დალაპარაკებას მშვიდობიანად, რაც დიდი შეცდომა აღმოჩნდა.

ვფიქრობ, რომ არ ვარ იმ ასაკში და იმ გამოცდილებისა და ცოდნის პატრონი, რომ ჩემს თანატოლებსა და უმცროსებს რჩევა-დარიგებები ვაძლიო, მაგრამ გულით რისი თქმაც მინდა, ის არის, რომ მშობლებთან ვიყოთ გახსნილები და ისინი ჩვენი პრობლემების შესახებ ჩავაყენოთ საქმის კურსში. ეს აუცილებლად აღკვეთს იმ მრავალ პრობლემას, რომელიც მოზარდებს გვაქვს", - აცხადებს კალანდია. იხილეთ ინტერვიუ სრულად