მიხეილ კალანდია: "მსურს, ვკითხო საზოგადოებას: რა იცით ჩემს შესახებ? - მონეტას ორი მხარე აქვს"
მიხეილ კალანდია: "მსურს, ვკითხო საზოგადოებას: რა იცით ჩემს შესახებ? - მონეტას ორი მხარე აქვს"
მსურს, ვკითხო საზოგადოების იმ ჯგუფებს, რომლებიც ნეგატიურად იყვნენ განწყობილები და უსაფუძვლო ბრალდებებს ისროდნენ ჩემ მიმართ, რა იცით ჩემს შესახებ? - იმედი მაქვს, ყველასთვის ცნობილია, რომ მონეტას ორი მხარე აქვს, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდია "ინტერპრესნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.

კალანდია ფიქრობს, რომ ინფორმაცია, რომელსაც საზოგადოება მის შესახებ ფლობს, მხოლოდ ცალმხრივია.

"მსურს, რომ ვკითხო საზოგადოების იმ ჯგუფებს, რომლებიც ნეგატიურად იყვნენ განწყობილები და უსაფუძვლო
ბრალდებებს ისროდნენ ჩემ მიმართ, რა იცით ჩემს შესახებ იმის გარდა, რასაც აცხადებდნენ დაზარალებული და ამ საქმისთვის პოლიტიკური ელფერის მიცემით დაინტერესებული პოლიტიკოსები?
მინდა დაფიქრდეთ და შეაფასოთ, რომ ის ინფორმაცია, რასაც თქვენ ჩემზე ფლობდით, იყო ცალმხრივი და შესაბამისად, ის დასკვნები, რაც თქვენ გამოგქონდათ, იყო ცალმხრივი და არაობიექტური.
იმედი მაქვს, ყველასთვის ცნობილია, რომ მონეტას ორი მხარე აქვს", - აცხადებს კალანდია.

რაც შეეხება უშუალოდ მომხდარს და შეკითხვას, რას შეცვლიდა, ეს რომ შეეძლოს, ბრალდებულ კალანდიას თქმით, "დამდგარი შედეგის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს გააკეთებდა".

"ძალიან ვწუხვარ, რაც მოხდა. მაგრამ სამწუხაროდ, არაფრის შეცვლა არ შემიძლია. რომ შემეძლოს, აუცილებლად ყველაფერს ვიზამდი, რასაც შევძლებდი, რათა თავიდან ამეცილებინა დამდგარი შედეგი", - განმარტავს კალანდია.

გარდა ამისა, როგორც ის აღნიშნავს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია პოლიტიკოსებმა თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს და ის 19 წლის ასაკში პოლიტპატიმარია.

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ტრაგედია გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა გამოიყენეს თავის სასარგებლოდ და ამ შემზარავ დამდგარ შედეგს პოლიტიკური ელფერი შესძინეს. ამისთვის გამომიყენეს მე, ადამიანი, რომელიც დუმდა და საზოგადოებაში არ საუბრობდა თავის პოზიციაზე. გავლენიანმა პოლიტიკოსებმა ხალხს დააჯერეს, თითქოს მე დამნაშავე ვარ და მაღალჩინოსნების მფარველობის ქვეშ ვიმყოფები, რაც ძალიან დიდი ტყუილია. ამ საზოგადოებრივი წნეხიდან გამომდინარე, პროკურატურამ წარმოადგინა გაუგებარი, დაუსაბუთებელი ბრალი და 19 წლის ასაკში, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკური პატიმარი ვარ", - აცხადებს კალანდია "ინტერპრესნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში. იხილეთ ინტერვიუ სრულად

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები