"ცრუ მოწმეები არიან გადაყვანილები და ამუშავებენ" - რამ გამოიწვია თბილისის საქალაქო სასამართლოს დერეფანში ხმაური - კვირის პალიტრა

"ცრუ მოწმეები არიან გადაყვანილები და ამუშავებენ" - რამ გამოიწვია თბილისის საქალაქო სასამართლოს დერეფანში ხმაური

თბილისის საქალაქო სასამართლოს დერეფანში ხმაურია. ამ წუთებში სასამართლოში 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს. დერეფანში შეკრებილების განცხადებით, ბრალდებულებს, მათ შორის გიგა მაქარაშვილს, პოლიციელები და მანდატურები საკუთარ პროცესზე არ უშვებენ.

როგორც "სირცხვილიას" ლიდერმა გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, ის პროცესზე 18:00 საათზე იყო დაბარებული.

"ცრუ მოწმეები არიან გადაყვანილები და ამუშავებენ. მოსამართლემ გამაფრთხილა 6 საათზე იყავით დარბაზშიო. მოწმეები, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ ჰყავთ დგანან და ამუშავებენ. მე კიდევ არ შემიშვეს," - განაცხადა მაქარაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"