მოსამართლემ 18 ნოემბრის აქციისას დაკავებულთა ადვოკატი დარბაზიდან გააძევა - კვირის პალიტრა

მოსამართლემ 18 ნოემბრის აქციისას დაკავებულთა ადვოკატი დარბაზიდან გააძევა

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა 18 ნოემბრის აქციისას დაკავებულთა ადვოკატი ლევან დავითაია სასამართლო დარბაზიდან გააძევა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ადვოკატმა უპატივცემულობა გამოიჩინა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის აქციისას დაკავებულების პროცესი გრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"