"მთა­ვა­რი დამ­ნა­შა­ვე თქვენ ხართ, ასე­თი შვი­ლი რომ გა­ზარ­დეთ, თან ცდი­ლობთ, ხელი და­ა­ფა­როთ" - როგორ მიმართავს მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულის მშობლებს მოკლულის ქალიშვილი?
"მთა­ვა­რი დამ­ნა­შა­ვე თქვენ ხართ, ასე­თი შვი­ლი რომ გა­ზარ­დეთ, თან ცდი­ლობთ, ხელი და­ა­ფა­როთ" - როგორ მიმართავს მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულის მშობლებს მოკლულის ქალიშვილი?
თბი­ლი­სის ზღვა­ზე მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის ნო­დარ ცხა­და­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი ანი ცხა­და­ძე, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ბექა კვი­ცი­ა­ნის მშობ­ლებს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რა­დი გვერ­დი­დან მი­მარ­თავს და ამ­ბობს, რომ ამ ოჯახ­მა მას მამა წა­არ­თვა.

ბექა კვი­ცი­ა­ნი, რო­მე­ლიც დე­პუ­ტატ ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნის ძმის­შვი­ლია, მოკ­ლუ­ლის მე­გო­ბა­რი და მისი ქა­ლიშ­ვი­ლის ნათ­ლი­აა. კვი­ცი­ა­ნი წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია, მან მე­გო­ბარს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და მი­ი­მა­ლა. შემ­დეგ ის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ა­კა­ვეს.

აი, რას წერს ანი ცხა­და­ძე მოკ­ლუ­ლი მა­მი­სა და მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ნათ­ლი­ის შე­სა­ხებ:

"ცხოვ­რე­ბა­ში ვე­რა­ვი­ზე
ვამ­ბობ­დი მე­ზი­ზღე­ბა-მეთ­ქი. სა­ერ­თოდ არც კი ვი­ცო­დი ეს რა გრძნო­ბა იყო, მაგ­რამ ახლა მივ­ხვდი. ყვე­ლა­ნი მე­ზი­ზღე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბით კი ის, ვინც ჩემი "ნათ­ლია" იყო. ჩემი ცხოვ­რე­ბის ბედ­ნი­ე­რი წუ­თე­ბი დას­რულ­და. სული მეწ­ვის და გული მტკი­ვა. არც კი ვიცი, რო­გორ შე­ძე­ლით ასე­თი ადა­მი­ა­ნის გაზ­რდა. თქვენ მე მამა წა­მარ­თვით და
ამას არას­დროს გა­პა­ტი­ებთ!

უზო­მოდ მე­ნატ­რე­ბა და მაკ­ლია. ჩემი პა­ტა­რა გამ­ძლე­ო­ბით ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, მაქ­სი­მუმს გა­ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ ყვე­ლა სა­თა­ნა­დოდ და­ი­სა­ჯოს! მე თუ ვერა, ღმერ­თი ამას ასე არ და­ტო­ვებს. ერთი ის იცო­დეთ, რომ თქვე­ნი ყვე­ლა სი­ტყვა კარ­გად მახ­სოვ­და - შენი ნათ­ლი­ის სა­ხე­ლი ახ­სე­ნე და ია­მა­ყე­ბო, რა­შიც არ უნდა დაგ­ჭირ­დეს შენ­თან იქ­ნე­ბაო. ვი­ა­მა­ყო? ვი­ა­მა­ყო კი არა მრცხვე­ნია! მრცხვე­ნია სა­ერ­თოდ რომ გიც­ნობთ. რომ მე­უბ­ნე­ბო­დით, ახლა რა­საც ვერ გი­კე­თებს მერე გა­გი­კე­თებ­სო, ისე­თი რა­ღაც გა­მი­კე­თა, გული მო­მიკ­ლა.

მთა­ვა­რი დამ­ნა­შა­ვე თქვენ ხართ, ასე­თი შვი­ლი რომ გა­ზარ­დეთ და თან რომ ცდი­ლობთ ხელი და­ა­ფა­როთ. მე ვა­მა­ყობ მა­მა­ჩე­მით და ყო­ველ­თვის ვი­ა­მა­ყებ, თქვენ კი უბ­რა­ლოდ ვერ გი­ტანთ!" - წერს ანი ცხა­და­ძე.

ბექა კვი­ცი­ანს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 108-ე მუხ­ლით, ასე­ვე, 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა თუ შემცირდა თქვენი ნდობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა თუ შემცირდა თქვენი ნდობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა