ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომლებს ეკლესიიდან განკვეთილი ე.წ. ბერი ნიკოლოზის მიმდევრები დაუპირისპირდნენ რა მოხდა ფონიჭალაში?
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომლებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთილი ე.წ. ბერი ნიკოლოზის მიმდევრები დაუპირისპირდნენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
შსს-ს ცნობით, ინციდენტის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო, ტელეკომპანია "იმედის" გადამღები ჯგუფის წევრები გადაყვანილნი არიან საავადმყოფოში.
როგორც უწყებაში განმარტავენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, 154-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობას, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
"ინტერპრესნიუსი"