ახალციხე - ადიგენის გზაზე ავარიას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ახალციხე - ადიგენის გზაზე ავარიას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა

ახალციხე-ადიგენის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა, ერთი დაშავდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ახალციხე-ადიგენის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს მოხდა.